Friday, October 17, 2008

1) ჩემი სკოლა

2) პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მონაწილენი განიხილავენ, თუ როგორ სკოლაში სურთ რომ ისწავლონ
3) პროექტის სრული აღწერა:
ა). პროექტის მონაწილენი ჩაატარებენ კვლევას, თუ როგორი ტიპის სკოლები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში.
ბ). როგორია სწავლება იქ და რა საგნებს სწავლობენ.
გ). არსებობს თუ არა საზღვარგარეთის სკოლებში თვითმართველობა და რამდენად აქტიურად არის იგი ჩართული სკოლის მართვა-გამგეობაში. განსხვავდება თუ არა სკოლები სხადასხვა აღმსარებლობის მქონე ქვეყნებში და რამდენად შეიძლება მოახდინოს ამან გავლენა სწავლების სპეციფიკაზე.
4) მონაწილეთა ასაკი:
8-11; 12-14; 15-17 წელი.
5) ვადები, ხანგრძლივობა:
2 თვე.
6) შესაძლო აქტივობები კლასში:
ნახატების და ფოტო-გამოფენის მოწყობა, შესაძლებელია მინი სპექტაკლის დადგმა თემაზე, როგორი მინდა იყოს ჩემი სკოლა, ინტერვიუების ჩაწერა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან.
7) მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
8-11 წელი- ნახატების შექმნა თემაზე მომავლის სკოლა ან ჩემი ოცნების სკოლა, ფოტოები სლაიდები.
12-14 წელი- ჟურნალები სარეკალმო ბუკლეტები, მინი სპექტაკლი.
5-17 წელი -ინტერვიუები, საიტი, ელ-ჟურნალი. ბლოგი, სპექტაკლი.
8) სარგებელი სხევბისთვის:
მოცემული აქტივობებით მოხდება მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა არა მარტო დაინტერესება სკოლის პრობლემებით, არამედ განხორციელდება მათი აქტიური ჩართვა არსებული პრობლემების გადაჭრის საქმეში. მოხდება გაცნობა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული განათლების სისტემასთან. გაუჩნდებათ ინტერესი ახალი პროექტებისა და გეგმებისადმი.
9) სამუშაო ენა:
ქართული.
10) საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაეცნობიან:
ა) სხადასხვა ქვეყნების ისტორიას, მათ ადათ-წესებსა და ტრადიციებს.
ბ) დაადგენენ, რა ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციები მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე და შესაბამისად, სკოლაზეც.
გ) გაიგებენ, თუ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ქვეყნებში რამდენად განსხვავებულია სწავლების მეთოდიკა და ხარისხი.
11) მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12) პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო მესხიშვილი.

13) პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: n.meskhishvili@gmail.com

14) პროექტის ფორუმი: დისკუსია ,,Iearn" -ზე პროექტი "ჩემი სკოლა".

15) პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: www.chemiskola.blogspot.com